logo
ENG



ტყიბულში არსებულ სიტუაციას არასამთავრობოები შრომითი უფლებების დარღვევად აფასებენ

14 მარ 202019:47
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულელი მეშახტეები, რომლებსაც საკუთარი უფლებების დასაცავად მხოლოდ გაფიცვის გზაღა დარჩათ. ისინი უსაფრთხო სამუშაო პირობებს ითხოვენ. კომპანიამ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზაობა გამოთქვა, თუმცა დასაქმებულები კონკრეტულ შედეგს ვერ ხედავენ. მეშახტეები თავს სახელმწიფოსგან მიტოვებულად გრძნობენ.

საფრთხის შემცველი გვირაბი, რომლის გავლაც მუშებს ყოველდღიურად უწევთ და გაუმართავი სავენტილაციო სისტემა, რის გამოც ამ დღეებში 5 მეშახტე მოიწამლა. მიზეზი იქ დაგროვილი მხუთავი აირებია.

ტყიბულში არსებულ სიტუაციას შრომითი უფლებების დარღვევად აფასებენ არასამთავრობო სექტორში. მათთვის გაუგებარია, რატომ განახლდა ქვანახშირის მოპოვება იმ პირობებში, როცა სამინისტროს დაკვეთით მომზადებული რეკომენდაციები ჯერ არავის გაუთვალისწინებია.

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 10 მეშახტის გარდაცვალებაზე საპასუხოდ აუდიტის დასკვნა მომზადდა, რომელშიც არასათანადო სამუშაო პირობები გამოიკვეთა. კომპანიამ რეკომენდაციები უგულებელყო და მეშახტეებს უფრო მეტად საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობა შესთავაზა.


close დახურვა